გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს დიდი ზომის დროშა გაშალეს.დემონსტრანტები აპირებენ, აღდგომის დღესასწაულს ერთად, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ.

აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან ფიცის დადეს, ასევე შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და ციხიდან ზვიად ცეცხლაძის გამოგზავნილ ხმოვან შეტყობინებას მოუსმინეს.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის ერთი ზოლის გადაკეტვის ნებართვა მისცეს და სწორედ, მათი თანხლებით იარეს მსვლელობით ჯერ საკანონმდებლო ორგანოდან გმირთა მოედნამდე, შემდეგ კი ამ უკანასკნელიდან ქაშვეთის ტაძრამდე.

აღნიშნულ აქციას მსვლელობით „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ შეკრებილები დემონსტრანტებიც შეუერთდნენ.

დღეს, პროტესტის 143-ე დღეა. მოთხოვნები უცვლელია - ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები