მიხეილ ყაველაშვილი - ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს მომავლის იმედით გვავსებს - გილოცავთ და მშვიდობას, ბედნიერებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ!

ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილი წერს.

ყაველაშვილი, რომელიც წუხელ, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

"დღეს სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის უდიდეს დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ვზეიმობთ! ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს. ქრისტე აღდგა! გულითადად გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობას, ბედნიერებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ. უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები