აშშ-ში ათასობით მოქალაქემ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გამართა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი ქმედებების გასაპროტესტებლად შეერთებული შტატების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები თეთრი სახლთან, Tesla-ს დილერების შენობებთან და ქალაქების ცენტრებში შეიკრიბნენ და სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატეს, მათ შორის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ქმედებებზე.

საპროტესტო აქციების მონაწილეების ნაწილს ეჭირა პლაკატები წარწერით : „არა მეფეებს“.

დონალდ ტრამპის საწინააღდეგო დემონსტრაციის “50501“ („50 პროტესტი, 50 შტატი, 1 მოძრაობა“) ფარგლებში 80-ზე მეტი საპროტესტო აქცია გაიმართა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო