აღდგომას ზეიმობენ პროტესტანტები

აღდგომა იზეიმეს რუსთავში მცხოვრებმა პროტესტანტებმა. რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, საზეიმო ლიტურგია რუსთავის პროტესტანტულ ეკლესიაში პასტორმა, გიორგი ჩიტაძემ აღავლინა.

მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი, აბაი ფაშაევი დაესწრო და შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში შეკრებილმა მრევლმა აღდგომა იზეიმა. საზეიმო ღვთისმსახურებას პასტორი გენადი მალაყმაძე უძღვებოდა. მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026