ანდრეი სიბიგა - მომდევნო დღეებში რუსეთის ქმედებები აჩვენებს, სერიოზულად უყურებს თუ არა ის მშვიდობას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა ჯერ კიდევ ელოდება რუსეთის პასუხს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე.

„ე.წ. „სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტასთან“ დაკავშირებით, ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვისმენია მოსკოვის პასუხი ჩვენს წინადადებაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის 30 დღემდე გახანგრძლივებას გულისხმობს“, - წერს სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, რუსები სააღდგომო ზავის დროსაც განაგრძობდნენ უკრაინის პოზიციებზე თავდასხმებს.

„უკრაინა სათანადოდ და პასუხისმგებლობით რეაგირებს და ჩვენ ვპასუხობთ როგორც ცეცხლს იქ, სადაც ეს ხდება, ასევე სიჩუმეს იქ, სადაც ეს არის“, - აცხადებს სიბიგა.

ამასთან, მისი თქმით, მთავარი საკითხი ის არის, რომ უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეწყვეტის გაგრძელება შესთავაზა.

„მზად ვართ ცეცხლის 30-დღიანი სრული შეწყვეტისთვის, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. მოსკოვისგან ჯერ არანაირი პასუხი არ მოგვისმენია. შუაღამის შემდეგ, ხვალ და მთელი კვირის განმავლობაში რუსეთის ქმედებები გამოავლენს რუსეთის ნამდვილ დამოკიდებულებას აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევისა და 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტის წინადადების მიმართ. ეს ქმედებები აჩვენებს, სერიოზულად უყურებს თუ არა რუსეთი მშვიდობას, თუ პუტინის განცხადებები უბრალოდ მანიპულაციები იყო“, - აცხადებს სიბიგა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის