მარკ რუტე - ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას - მისი ერთგულება მშვიდობისა და თანაგრძნობის მიმართ მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო

ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს დღეს დილით გარდაცვალებას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ ქსელში წერს.

„მისი ერთგულება მშვიდობისა და თანაგრძნობის მიმართ მილიონობით ადამიანისთვის შთაგონების წყარო იყო. სამძიმარს ვუცხადებთ კათოლიკურ საზოგადოებას და ყველას, ვინც მისმა გარდაცვალებამ შეძრა“, - წერს მარკ რუტე.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე დღეს დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს