ვლადიმერ პუტინმა ირანთან ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შეთანხმებას ხელი 2025 წლის 17 იანვარს, ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს მოეწერა.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ისწრაფვიან ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოებისკენ ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, გააძლიერონ თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, მჭიდროდ კოორდინაცია გაუწიონ საქმიანობას რეგიონულ და გლობალურ დონეზე, რაც შეესაბამება გრძელვადიან, ყოვლისმომცველ და სტრატეგიულ პარტნიორობას.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო