კარდინალები ვატიკანში შეიკრიბებიან და რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის გეგმას განიხილავენ

კარდინალები დღეს შეხვედრას გამართავენ და პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიის გეგმას განიხილავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რომის პაპის დაკრძალვას სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან.

რომში ამჟამად მყოფი ყველა კარდინალი მიწვეულია ვატიკანში შეხვედრაზე, სადაც ისინი დაკრძალვის გეგმებზე ისაუბრებენ. ასევე განიხილება ეკლესიის ყოველდღიური ფუნქციონირება ახალი პაპის არჩევამდე პერიოდში.

ვატიკანმა განაცხადა, რომ ცერემონია პარასკევიდან კვირამდე პერიოდში გაიმართება. ფრანცისკემ ორშაბათს გამოქვეყნებულ საბოლოო ანდერძში დაადასტურა, რომ მას სურდა დაკრძალულიყო რომის წმინდა მარიამ დიდის ბაზილიკაში და არა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, როგორც ამას ტრადიცია ითვალისწინებს.

ახალი პაპის ასარჩევი კონკლავი, როგორც წესი, პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იმართება. 135-მდე კარდინალს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს უკიდურესად გასაიდუმლოებულ კენჭისყრაში, რომელიც შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომის პაპი გუშინ დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა