მამუკა ხაზარაძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა რწმენას, ეკლესიას და კაცობრიობის მსახურებას - ყველა კათოლიკე ქრისტიანს ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკარგს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა რწმენას, ეკლესიას და კაცობრიობის მსახურებას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„კათოლიკეებს მთელს მსოფლიოში, გულწრფელად გისამძიმრებთ და სოლიდარობას გიცხადებთ ამ დიდი დანაკარგის დროს“, - აღნიშნავს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომის პაპი გუშინ დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შაბათს დაკრძალავენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს