საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ პუტინის სააღდგომო ზავი დონალდ ტრამპის გულის მოსაგებად გამიზნული მარკეტინგული ტრიუკი იყო

ვლადიმერ პუტინის სააღდგომო ზავი დონალდ ტრამპის გულის მოსაგებად გამიზნული მარკეტინგული ტრიუკი იყო, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, შაბათს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული სააღდგომო ზავი მოჩვენებითი იყო.

„სააღდგომო ზავი, რომელიც მან (პუტინმა) გარკვეულწილად მოულოდნელად გამოაცხადა, მარკეტინგული ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც დონალდ ტრამპის გაღიზიანებისა და გაბრაზების თავიდან აცილება იყო“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სააღდგომო ზავი 2 935-ჯერ დაარღვია.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი