გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე - არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას - ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას

დღევანდელ ეტაპამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არა ერთი სერიოზული შეხვედრა იყო - ეს პრაქტიკულად, ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგშია.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ მართალია, მცირე რესურსით, მაგრამ მოლოდინი კიდევ არსებობს, რომ ოპოზიციას „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან, კიდევ ექნება დახმარება.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ვერც გაყალბდებოდა. ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება და ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს, გარდა იმისა, რასაც მუდმივად იძახიან, რომ კარტოფილით და ხახვით მოისყიდეს ხალხი და ასევე, ზეწოლით, თითქოს, რამე დაემართებათ, თუკი 41 ნომერს არ მონიშნავდნენ. თითქოს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაარწმუნეს [ადამიანები], რომ მათი ხის მიცემის შედეგები იქნებოდა დანახული, რისი საშუალებაც, რესურსიც პრაქტიკულად, არ არსებობს.

[რაც შეეხება ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს], დღევანდელ ეტაპამდე, არა ერთი იყო უკვე სერიოზული შეხვედრა, სერიოზული დიალოგი „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს პრაქტიკულად, ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას. ეს ცუდია ერთი მხრივ, იმიტომ, რომ რეალობას ვერ აღიქვამენ პოლიტიკურ სუბიექტებად წოდებული ადამიანები, ადამიანთა გაერთიანება და მეორე, იმითაა ცუდი, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგშია. მართალია, მცირე რესურსით, მაგრამ მოლოდინი არის კიდევ შენარჩუნებული იმისა, რომ „დიფ სთეითის“ მხრიდან, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან, კიდევ ექნებათ დახმარება. ეს ძალიან ცუდი ნიშანია პატარა ქვეყნისათვის. ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის, მაგრამ რაღაცამ ხომ უნდა დაუსვას ამას წერტილი და ამ დონის ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას წერტილი დაესვას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა