ანა დოლიძე - საქართველოში მმართველი ჯგუფის გარდა, ყველა დაუცველია

კოალიცია ”ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ფოლადაანთკარში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დოლიძე წერს, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, საფრთხის შემცველი წყალსაცავი შემოღობოს, განსაზღვროს საცურაო ზონები და ადგილზე მაშველები დააყენოს.

“მწუხარებას გამოვთქვამ ფოლადაანთკარში მომხდარი ტრაგედიის გამო. ძალიან მძიმე ამბავია. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და ახლობლებს. იქ მცხოვრები მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ითხოვს იმ ტბის გაუქმებას, რომელსაც მამა და შვილები ემსხვერპლა. 2018 წელს, დავიწყეთ კამპანია “იცურე მშვიდად”, რომლის ფარგლებში ვითხოვდით ადგილობრივ ხელისუფლებას აეღო მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და გადაედგა ქმედითი ნაბიჯები, რათა აღეკვეთა მათ არეალში სიკვდილის ზონები. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, შემოღობოს საფრთხის შემცველი წყალსაცავი, ტბა, განსაზღვროს საცურაო ზონები და დააყენოს მაშველები ადგილზე. დადგას გამაფრთხილებელი ნიშნები და ა.შ. 2018 წლიდან ვითხოვთ ყოველივეს შესრულებას, თუმცა არაფერი ამ მიმართულებით არ კეთდება, ერთ ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით. სახეზე კი გვაქვს მსგავსი მძიმე შემთხვევები, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება”, - წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქზე“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა