ანდრო გოცირიძე - პროტესტი წამითაც რომ ჩაცხრეს, ახლა დასავლეთი იმ მდგომარეობაშია, საერთოდ აღარ გამოიხედავს აქეთ, თუმცა პოლიტიკური შედეგის მიღწევა ენთუზიასტების ჯგუფის ხარჯზე ვერ ხდება - უნდა დაუპირისპირო მწყობრი კამპანია

პროტესტი ერთი წამითაც რომ ჩაცხრეს, დასავლეთი ახლა იმ მდგომარეობაშია, საერთოდ აღარ გამოიხედავს აქეთ, - ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

ანდრო გოცირიძის მოსაზრებით, საჭიროა ოპოზიციამ „ხელისუფლების პროპაგანდას“ მწყობრი საინფორმაციო კამპანია დაუპირისპიროს.

„თუ არ იქნება [ზეწოლა], ბუნებრივია ხელისუფლებას დასათმობიც არაფერი ექნება. რაღაც რაოდენობის ადამიანები უკმაყოფილებას რომ გამოხატავენ, ამას „ქართული ოცნებაც“ აღიარებს, მაგრამ ამით „ოცნება“ მანიპულირებს, ამბობს, რომ კი ბატონო, არის 15-20%, რომელიც რაღაც პროტესტს გამოხატავს, მაგრამ ისინი ყველანი არიან აგენტები.

თუ ვაღიარებთ, რომ მეორე მხრიდან გვიპირისპირდება რუსეთის მწყობრი საინფორმაციო კამპანია, შენც აქედან უნდა დაუპირისპირო მწყობრი კამპანია. თუ ვამბობთ, რომ ესენი უცოდინრები არიან, ფაქტია, რომ არ არიან უცოდინრები. ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც უცოდინრები არიან, არ მართავენ ამ სიტუაციას. „ოცნებაში“ ყველა მესაჭე კი არ არის, მესაჭე ვინცაა, შეიძლება იმას „კონსალტინგის“ კომპანია ჰყავს, რომელიც „ეფესბეს” გენერლებითაა დაკომპლექტებული და ძალიან სწორად აწვდის „მესიჯს" და მერე ეს „მესიჯი" ითარგმანები ისე, როგორც საჭიროა. ამიტომაც აქეთა მხრიდან საჭიროა მსგავსი რაღაც.

თავების თვლას აზრი არ აქვს, პროტესტმა უზარმაზარი როლი შეასრულა. პროტესტი ერთი წამითაც რომ ჩაცხრეს, დასავლეთი ახლა იმ მდგომარეობაშია, საერთოდ აღარ გამოიხედავს აქეთ. პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ იმიტომ, რომ შიდა კამპანიები აქვთ ძალიან ბევრი. პოლიტიკური შედეგის მიღწევა ენთუზიასტების, მოქალაქეების ამ ჯგუფის ხარჯზე ვერ ხდება, იმიტომ რომ ეს არ არის 2003 წელი. 10 წლის წინ სოციალური ქსელები დიქტატორების სისუსტე იყო, მაგრამ შემდეგ დაჯდა ადამიანების ერთი ჯგუფი, გადაალაგეს და დაუპირისპირეს საკუთარი საინფორმაციო კამპანია და ახლა სოციალური ქსელები პირიქით იარაღია მათ ხელში“, - განაცხად ანდრო გოცირიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო