მედია - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 134 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 134 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 67 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 47 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.

რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, პოლტავის, დონეცკის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ მარგანეცში ავტობუსს დაარტყეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026