პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს

პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პაპ ფრანცისკეს ცხედარი შაბათამდე დარჩება და საზოგადოება მისთვის საბოლოო პატივის მიგებას შეძლებს.

პაპ ფრანცისკეს გადასვენების პროცესიას კარდინალი კევინ ფარელი გაუძღვა.

შეგახსენებთ, რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია შაბათს გაიმართება და მას სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები