გიორგი ვაშაძე - ჩემს საქმეზე არ ველოდები სამართალს, რადგან მოსამართლეები ივანიშვილის მსახურები არიან, მაგრამ მათ ავიწყდებათ მთავარი: თავისუფალი ადამიანი არ უშინდება უსამართლობას

დღეს, 16:00-ზე მაქვს სასამართლო - ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ. ვიცი, რომ ჩემს გვერდით არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს.

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ქვეყანა, სადაც სასამართლო და პოლიცია ემსახურება ხალხს და არა ოლიგარქს.

"დღეს, 23 აპრილს, 16:00-ზე მაქვს სასამართლო. არ ველოდები სამართალს, ეს არის ივანიშვილის პირადი სცენა, სადაც მოსამართლეები მისი მსახურები არიან. მათი მიზანია დანერგონ შიში. შიშით უნდათ მართონ ქვეყანა. მაგრამ უკვე გვიანია, საქართველოს ვეღარ დააჩოქებთ!

ვიცი, რომ სიმართლის მხარეს ვდგავარ. ვიცი, რომ ჩემს გვერდით არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი. ეს არ არის ჩემი პირადი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ქვეყნისთვის და ვინც ამ ბრძოლაში დგას, ის უსამართლობას არ ეგუება.

მათ დაავიწყდათ მთავარი, თავისუფალი ადამიანი არ უშინდება უსამართლობას - ის ებრძვის მას.

მე ვიცი, რისთვის ვიბრძვი. საქართველო აუცილებლად იქნება ქვეყანა, სადაც სასამართლო და პოლიცია ემსახურება ხალხს და არა ოლიგარქს; სადაც, ახალგაზრდებს არ უწევთ სამშობლოს დატოვება, რჩებიან და აშენებენ საკუთარ ქვეყანას; სადაც, კანონი იცავს მოქალაქეს და არა რეჟიმს.

საქართველო იქნება თავისუფალი, ევროპული, დაცული და ღირსეული ქვეყანა იმიტომ რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ!" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს. გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის