ჯეი დი ვენსი - დროა, უკრაინამ და რუსეთმა აშშ-ის შეთავაზებაზე თქვან „დიახ“ ან აშშ ამ პროცესიდან გავა

დროა, უკრაინამ და რუსეთმა აშშ-ის შეთავაზებაზე „დიახ““ თქვან ან აშშ ამ პროცესიდან გავა, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწევთ.

„ვფიქრობ ამჟამინდელი ხაზები, მათთან ახლოს, საბოლოოდ კონფლიქტში ახალი ხაზები იქნება. გარკვეული ტერიტორიების გაცვლა მოუწევთ“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, მკვლელობების დასასრულებლად ორივე მხარემ „იარაღი უნდა დაყაროს, ეს გაყინოს და ისინი უკეთესი უკრაინისა და რუსეთის ნამდვილად აშენების საქმეს უნდა შეუდგნენ“.

ამასთან, ვენსმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მიმართ „ოპტიმისტურადაა განწყობილი“.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები