მიხეილ სააკაშვილი - ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში - მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე

ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის მთლიანად უჭერს მხარს პარტიის ლიდერებს.

„ოლიგარქიული დიქტატურა გადასულია შეტევაზე. ე.წ. ხელისუფლება ხელებს აფათურებს ჩემს პარტიაში. მას ძალიან უნდა პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ჩამოცილება, რომელიც მათ დიდ ზიანს აყენებს საერთაშორისო არენაზე. მე, როგორც ამ მოძრაობის დამაარსებელი, მთლიანად ვუჭერ მხარს პარტიის „ლიდერშიპს“ და მოვუწოდებ ყველა წევრს, არ აჰყვნენ ამ „ქოცურ“ მაქინაციებს.

ასევე, მოვუწოდებ საკრებულოების ჩვენს წევრებს, რომელთა გაყვანისთვისაც მე ჩემი თავისუფლებით მაქვს ფასი გადახდილი და ვიხდი დღემდე პატიმრობით, გაუწიონ წინააღმდეგობა და არ მიიღონ მონაწილეობა კორუფციაში, მათ შორის, კორუფციაში, რომელიც დაკავშირებულია სამშენებლო სფეროს ლობირებასთან“, - წერს სააკაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები