დიმიტრი ხუნდაძე - დესტრუქციულ ოპოზიციას ვერცხლის წყლის თვისება ახასიათებს: ადვილად იშლებიან და ადვილად ერთდებიან, საბოლოოდ, შედეგი ერთია - მათთვის სასურველ შედეგზე ვერ გადიან

დესტრუქციულ ოპოზიციას ახასიათებს ვერცხლის წყლის თვისება, რომ ადვილად იშლებიან და ადვილად ერთდებიან. საბოლოოდ შედეგი ერთია - ისინი მათთვის სასურველ შედეგზე ვერ გადიან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

„დესტრუქციულ ოპოზიციას ახასიათებს ვერცხლის წყლის თვისება, რომ ადვილად იშლებიან და ადვილად ერთდებიან. საბოლოოდ შედეგი ერთია - ისინი მათთვის სასურველ შედეგზე ვერ გადიან. ბევრი ფანჩატური, ერთობა, დაპირისპირება, გაურკვევლობა, თითქოს ერთმანეთში მტრობაც და დაპირისპირებაც ვიხილეთ - შედეგი რა არის? დღეს მათი უდიდესი ნაწილი ქუჩაში დგას, ელოდება, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მათ მიმართ შედგეს, მაგრამ ქუჩაში მდგომი ხალხის რაოდენობაც დღითი დღე კლებულობს. ისინი ამას აბრალებენ, რომ ევროპიდან თანხა არ მოდის და ცოტაა აურზაურის დაფინანსებისათვის. არც უამისობაა, რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ იქნა გრანტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონი შემოტანილი, სადაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, აკონტროლოს რომ ის კეთილი მიზნებისთვის იყოს დაფინანსებული და არა მაედნებისა და რევოლუციების მოსაწყობად. მაგრამ მათ თანხაც რომ ჰქონდეთ შედეგზე ვერ გავლენ, მათ არ აქვთ მთავარი - საზოგადოების მხარდაჭერა.

ისინი შიგნით ხან ერთ ლიდერს ირჩევენ ხან - მეორეს. მერე ხან ერთმანეთს უპირისპირდებიან და თითქოს, საერთო ენას ვერ პოულობენ”, - განაცხადა ხუნდაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს