მაია კოპალეიშვილი - ეუთოს გენმდივანს არ უსაუბრია შექმნილ კრიზისზე - საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ვითხოვთ, იყვნენ თანმიმდევრულები და სამართლიანები, მათმა ნაბიჯებმა ხელი უნდა შეუწყოს ახალი არჩევნების დანიშვნას და არა პირიქით

როდესაც ეუთოს გენერალური მდივანი ჩამობრძანდა და შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ერთხელაც კი არ გაამახვილა ყურადღება იმ კრიზისზე, რომელიც ჩვენთან მიმდინარეობს - ჩვენ მივდევთ თანმიმდევრულობას და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან ვითხოვთ, ისინიც იყვნენ თანმიმდევრულები და სამართლიანები. მათმა ნაბიჯებმა ხელი უნდა შეუწყოს აქ ახალი არჩევნების დანიშვნას და არა პირიქით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია კოპალეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ თქვა უარი მათმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.

როგორც კოპალეიშვილმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან მოითხოვენ, რომ იყვნენ თანმიმდევრულები და სამართლიანები.

„ჩვენ ვართ თანმიმდევრულები ამ საკითხებთან მიმართებაში. როდესაც გენერალური მდივანი ჩამობრძანდა და შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ერთხელაც კი არ გაამახვილა ყურადღება იმ კრიზისზე, რომელიც ჩვენთან მიმდინარეობს და შეიქმნა გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით. მან ერთხელაც კი არ აღნიშნა ის დასკვნა, რომელიც ეუთომ დადო 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ეს შეხვედრა ვერ შეასრულებს თავის როლს. ოპოზიციასთან კი არ არის პრობლემა, აქ პრობლემა არის სახელმწიფოს განვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე. ბუნებრივია, ჩვენ მივდევთ ამ თანმიმდევრულობას. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან ვითხოვთ, ისინი იყვნენ, ასევე, თანმიმდევრულები და სამართლიანები. მათმა ნაბიჯებმა ხელი უნდა შეუწყოს აქ ახალი არჩევნების დანიშვნას და არა პირიქით“, - აღნიშნა კოპალეიშვილმა.

გარდა აღნიშნული საკითხისაა, მაია კოპალეიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც აქტივისტების მიერ რეპრესიულ კანონებად არის შეფასებული. მაია კოპალეიშვილის თქმით, როდესაც კანონი რეპრესიულია და სპეციალურად არის მიღებული არა პრევენციისთვის, არამედ დასჯის თვალსაზრისით, ვერ შეასრულებს გარკვეული შიშის ფაქტორს მოქალაქეებზე, ვინაიდან მოქალაქეები ამასაც დაძლევენ.

„როდესაც კანონი რეპრესიულია, სპეციალურად არის მიღებულია არა პრევენციისთვის, არამედ დასჯის თვალსაზრისით, ამას ვხედავთ ამ ახლადმიღებულ კანონებში, ეს ვერ შეასრულებს გარკვეული შიშის ფაქტორს მოქალაქეებზე. მოქალაქეები ამასაც დაძლევენ და ეჩვევიან ამ რეპრესიულ კანონებს. ის, რა ცვლილებებიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა კანონმდებლობაში განსაკუთრებით ჯარიმების მიმართულებით, ეს ჯარიმები სრულიად არაპროპორციულია ქმედებასთან მიმართებით. გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დარღვევისთვის, თითქოს 5000-ლარიანი და უფრო მეტი ოდენობის ჯარიმები დააწესა. უნდა აღინიშნოს, რომ არ არის გამოკვეთილი ამ ჯარიმების პროპორციულობის საკითხი. ჯარიმებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაჯარიმდნენ, ეს ადამიანები იყვნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ასევე ამ ადამიანებს ედავებიან უკვე გადაკეტილი გზის გადაკეტვას“,- აღნიშნა კოპალეიშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა