კახა კალაძე - ქვეყანაში ადამიანის უფლებები ისეა დაცული, როგორც არასდროს, ბიზნესი ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებები ისეა დაცული, როგორც არასდროს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი პოლიტიკური მოსაზრება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და ისინი ამისთვის არ იდევნებიან.

კახა კალაძის განცხადებით, დღეს ბიზნესიც ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს ყოფილა.

„ჩატარდა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები, რომელიც აღიარა ეუთო/ოდირმა, ქართველმა ხალხმა. აღიარა ორგანიზაციამ, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა. ქვეყანაში ადამიანის უფლებები ისე არის დაცული, როგორც არასდროს. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი პოლიტიკური მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ამისთვის არ იდევნებიან. დღეს ბიზნესი არის ისეთი თავისუფალი, როგორც არასდროს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებაც კი არ შეიძლება იმ პერიოდთან, როდესაც ოჯახებს აუბედურებდნენ, პირდაპირ კლავდნენ, აწამებდნენ, ართმევდნენ და ბიზნესს „აჩმორებდნენ“, სხვათა შორის, ამას „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ. დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს-საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს ასოცირების ხელშეკრულებას. ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, ვისაც თუნდაც ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი, გაუხსნეს მოლაპარაკებები, ყველანაირი თვალსაზრისით გაცილებით წინ ვართ, თუმცა ზოგიერთი გაზულუქებული, კორუმპირებული ევროპელი ბიუროკრატების გაკეთებული განცხადებები, გადადგმული ნაბიჯები ცდება იმ რეალობას, რაც ქვეყანაში გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა