გია ვოლსკი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენებზე - ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენები საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის სტანდარტს არ შეესაბამება - უკანონობას სჩადის ძალის მქონე ოკუპანტი, რომელსაც წინა ხელისუფლებამ აქ ყოფნა დაუკანონა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას გააჩნია. ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩის, ალხას კვიცინიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ადრე თუ გვიან აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არა მხოლოდ დე-იურედ, არამედ დე-ფაქტოდ იქნება და ამის შემდეგ ფრენების საკითხიც შეიძლება იქნეს ოფიციალურად განხილული”.

“მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მთავრობამ აბსოლუტურად გამიზნულად თქვა, რომ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებაში დამნაშავეა და შემდეგ უკვე განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ისეთი შედეგი უნდა მოჰყოლოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდებოდა და ამაში მოულოდნელი არაფერია; დღესასწაული გამოაცხადა, როდესაც საერთაშორისო დონეზე უარი თქვა აფხაზეთის და თუნდაც ცხინვალის რეგიონის სტატუსის განხილვაზე, როდესაც დაიჩემა, რომ თითქოს, მან გადაუღობა რუსეთის არმიას გზა, რომელიც თბილისისკენ მოემართებოდა; როდესაც მიატოვა სამხედროები, ცხედრები, ცოცხლები თუ გმირულად დაღუპულები - ამის შემდეგ როგორ შეიძლება მორალურად ვინმეს იმისი უფლება ჰქონდეს, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულოს. პირიქით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე რამდენიმე სასამართლო მოიგო. დამტკიცებულია, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ფრენების განხორციელება არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციას გააჩნია. ეს კანონის ფარგლებში არ ჯდება. უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა. ეს არის მოცემული სურათი, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ადრე თუ გვიან აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არა მხოლოდ დე-იურე, არამედ დე-ფაქტო იქნება, შემდეგ ფრენების საკითხიც შეიძლება იქნეს ოფიციალურად განხილული”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რუსეთში აფხაზეთის ე.წ. ელჩმა, ალხას კვიცინიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა ოფიციალურად 1-ელი მაისიდან დაიწყება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო