გიორგი ჩხეიძის ადვოკატი - საქმე შეკერილია - შს სამინისტრო პროცესის გადადებას შუამდგომლობს

სასამართლო პროცესზე მოწმე დაიკითხა, საქმე ისეა შეკერილი, რომ დამკავებელი პირი, რომელიც მითითებულია, საერთოდ არ არის ვიდეოკადრებში, - ამის შესახებ გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ჩხეიძის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მოწმის მიერ გაკეთებული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან.

"სასამართლო პროცესზე მოწმე დაიკითხა, საქმე ისე არის შეკერილი, რომ დამკავებელი პირი, რომელიც მითითებულია, საერთოდ არ არის ვიდეოკადრებში და გარემოებები, რომელზეც მან ისაუბრა დაკითხვის დროს, წინააღმდეგობაში მოდის, ჩვენს აუდიო და ვიდეო ჩანაწერებთან, ამიტომ, ახლა შს სამინისტრო პროცესის გადადებას შუამდგომლობს, რომ სხვა მოწმეები დაკითხონ.

პირები რომლებმაც ბრალდებული დააკავეს, სხვაა და მოწმედ მოყვანილი პოლიციელი სხვა.

ადამიანმა მისცა ჩვენება, რომ გაიგონა, როგორ იგინებოდა, მისი თქმით, მან დააკავა და მანვე მიიყვანა მანქანასთან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ვიდეო მასალებთან", - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით, მაშინ დააკავეს, როდესაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა და სასამართლოს ტოვებდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები