მედია - რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს - არის მსხვერპლი

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი ლისაკის ცნობით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადს დრონების გამოყენებით შეუტიეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი და 8 დაშავდა.

„აგრესორის თავდასხმის შედეგად სინელნიკოვსკისა და სამაროვსკის რაიონებში მდებარე საწარმოების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი გაჩნდა პავლოგრადშიც, კერძოდ მრავალსართულიან შენობაში“, - წერს ლისაკი „ტელეგრამის“ არხზე.

ლისაკის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოლქის ტერიტორიაზე 11 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები