ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებზე - არა, არ მაქვს, რატომ უნდა მქონოდა, ვერ გავიგე? ან რატომ დაასანქცირეს სხვები?

არა, [სანქცია არ მაქვს]. რატომ უნდა მქონოდა, ვერ გავიგე?! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვას, დასანქცირების გარეშე მიდის თუ არა პოლიტიკიდან.

აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„არ ვიცი, ჩემთვის არ არის ცნობილი. არა, [სანქცია არ მაქვს]. რატომ უნდა მქონოდა, ვერ გავიგე?! ან რატომ დაასანქცირეს სხვები?“-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მისი განმარტებით ის საქართველოში რჩება.

„რა მინდა სხვაგან, სხვაგან რატომ უნდა წავიდე?რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები. მე ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს. არცერთ ქვეყანაში ცხოვრებას, მითუმეტეს, არ განიხილავ. ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება ვიფიქრო. ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა და ჩვენ, ყველა ჩვენი პოზიციიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და დაცვაზე.ა სე არის, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ, სად იქნება და რომელ თანამდებობაზე იქნება? მე ასე ვუყურებდი. როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვიოცნებებ, ვიშრომებ, პატარ წვლილს შევიტან ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს