მედია - კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კრემლში პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს მასპინძლობს“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, ეს სტივ უიტკოფსა და ვლადიმერ პუტინს შორის მეოთხე შეხვედრაა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს