„საქართველოს რკინიგზა“ - მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში მოხდა დაკვამლიანება, განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია - ამ წუთებში მგზავრების გადაყვანის მიზნით გზაშია დამატებითი მატარებელი

„საქართველოს რკინიგზა“ ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ხანძრის გაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი განმარტებით, მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, დაკვამლიანება მოხდა.

„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობს მოკვლევა.

„გომი აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი. გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები