აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება - ის, ვინც ტურისტულ ვიზას გამოიყენებს იმისთვის, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინოს, მომავალში ვიზას და აშშ-ში მოგზაურობის უფლებას ვეღარ მიიღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს.

„მიუღებელია, რომ უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მისთვის მოქალაქეობა მიიღონ, რამაც შეიძლება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა გამოიწვიოს. ამას „სამშობიარო ტურიზმი“ ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, ყველა მსგავს ვიზაზე განაცხადს უარყოფენ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ყველა, ვინც „სამშობიარო ტურიზმის“ მეშვეობით აშშ-ის საიმიგრაციო სისტემას ბოროტად იყენებს, შესაძლოა, მომავალში ვიზა და აშშ-ში მოგზაურობის უფლება ვერ მიიღოს“.

„ეს კიდევ ერთი გზაა, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებსა და საზოგადოებას იცავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს