ლევან მგალობლიშვილმა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა მისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო და კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს