სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთ ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ერთ პირი კი დაშავდა. სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს