ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრის შემდეგ კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-სთან “პოზიციები დააახლოეს” და უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობებზე ისაუბრეს

კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-სთან “პოზიციები დააახლოეს” და უკრაინასთან “პირდაპირ მოლაპარაკებებზეც” ისაუბრეს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინისა და ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

უშაკოვის თქმით, პუტინისა და უიტკოფის სამსაათიან საუბარს “კონსტრუქციული და ძალიან სასარგებლო ხასიათი ჰქონდა” და რიგ საკითხებზე “რუსეთისა და აშშ-ის პოზიციების დამატებით დაახლოების შესაძლებლობა შექმნა”.

“რაც შეეხება უშუალოდ უკრაინულ კრიზისს, საუბარი მიდიოდა, კერძოდ, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობაზე”, - განაცხადა უშაკოვმა.

ცნობისთვის, ეს უიტკოფის უკვე მეოთხე ვიზიტია მოსკოვში, რომელთა მეშვეობითაც აშშ უკრაინაში “სამშვიდობო დარეგულირებას” ცდილობს.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის