რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.

მოქალაქეები, რომლებიც უკვე ხუთ თვეზე მეტია, უწყვეტად აპროტესტებენ და რუსთაველის გამზირზე გამოდიან პროტესტის ნიშნად, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები მას შემდეგ, რაც გზა გადაკეტეს, სკანდირებდნენ: "ცეცხლი ოლიგარქიას!", “არა რუსულ რეჟიმს!".

პარლამენტთან შეკრებილებს ის მომიტინგეებიც შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან არიან შეკრებილები.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს