ჯო უილსონი -  “ქართული კოშმარის” რეჟიმმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“ - პრეზიდენტ ტრამპს “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა, ამავდროულად, ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან - საკმარისია

“ქართულმა კოშმარმა” საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“, ანაკლია ჩინეთს მიყიდა და ტრამპს “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა, ამავდროულად ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“სიგიჟის ახალი დონის მიღწევით, ამერიკის მოძულე “ქართული კოშმარის” რეჟიმმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“, მას შემდეგ რაც თავისი ღრმაწყლოვანი პორტი მიყიდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და პრეზიდენტ ტრამპს “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა. ამავდროულად, ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. საკმარისია. სანქციები და ახალი არჩევნები. #MEGOBARI”, - წერს უილსონი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს