რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

ათასობით ადამიანი, მათ შორის ათობით მსოფლიო ლიდერი, ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად იკრიბება.

პაპ ფრანცისკეს წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ. დაკრძალვის წირვა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 საათზე) ღია ცის ქვეშ დაიწყება და, სავარაუდოდ, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.

წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ. ამის შემდეგ შემდეგ ცხრადღიანი გლოვის პერიოდი დაიწყება.

ვატიკანის ცნობით, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დასვენებული პაპის პატივსაცემად სამი დღის განმავლობაში 250 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა.

პაპის დაკრძალვაზე დასასწრებად რომში ჩავიდნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის სერ კირ სტარმერი, დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი. ცერემონიას ასევე დაესწრებიან, პრინცი უილიამი, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია, შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი და დედოფალი სილვია, ნორვეგიის მემკვიდრე პრინცი ჰააკონი და მემკვიდრე პრინცესა მეტე-მარიტი, ბელგიის მეფე ფილიპი და დედოფალი მატილდა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი და პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და სხვა ლიდერები.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ორშაბათს გარდაიცვალა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის