ევროკავშირი და აზერბაიჯანი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განაახლონ, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს პარტნიორობა უნდა აიგოს ურთიერთპატივისცემაზე, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ პატივისცემაზე, ასევე, ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, - განაცხადა მან.

კალასის თქმით, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. კერძოდ, ევროკავშირი აზერბაიჯანის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და მისი უმსხვილესი ინვესტორია.

„ევროკავშირი ასევე მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს აზერბაიჯანში განაღმვით სამუშაოებს, რაც ხელს უწყობს კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრას და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენს თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა კალასმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს