ნათია თურნავა - ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არასოდეს შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა შეჩერებულია - სსფ აღიარებს, რომ საქართველო არის რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების წარმატებული "ქეისი"

ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არასოდეს შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა შეჩერებულია. ჩვენ უამრავი ერთობლივი ტექნიკური დახმარების პროგრამა გვაქვს, სადაც სსფ-ი ბანკისთვის აქტუალური მიმართულებების განვითარებაში გვეხმარება , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სსფ-ს ბოლო ანგარიშში საქართველო, როგორც ძალიან სწრაფად მზარდ ეკონომიკად არის შეფასებული და ეს შეფასება სსფ-ს ბოლო მისიის დროს მიღებულ მონაცემებს ეფუძნება.

„სსფ-ს მისიების ვიზიტის მიზანია უტყუარი ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე. სწორედ ამის საფუძველზე აქვეყნებენ შეფასებებს. ჩვენ ვთვლით და პრინციპში სსფ ამას აღიარებს და გვეთანხმება, რომ საქართველო მათთვის ყოველთვის არის და მომავალშიც შეიძლება იყოს რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების წარმატებული მაგალითი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის უახლოეს მომავალში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთება მათთან შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი და პრიორიტეტული მიმართულებები.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება