ზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

მხატვარი და მოქანდაკე, ზურაბ წერეთელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში გაიმართა. ხელოვანის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა.

ზურაბ წერეთელი მოსკოვიდან თბილისში 23 აპრილს ჩამოასვენეს. ის 22 აპრილის ღამეს, მოსკოვში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, ზურაბ წერეთელს 01:30 საათზე გული გაუჩერდა. ის 1997 წლიდან რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო. რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო, 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

წერეთელი 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. ის ასევე, 2006 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკების ავტორია, რომელიც წერეთელმა თბილისს "ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.

ზურაბ წერეთელს დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდზე დაკრძალეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა