საპროტესტო მსვლელობა დასრულდა

საპროტესტო მსვლელობა ლოზუნგით - "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" დასრულდა.

აქციის ორგანიზატორებმა, მსვლელობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს და 20:00 საათზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

ინფორმაციისთვის, მსვლელობა თავდაპირველად დიდუბიდან დაიწყო და აქციის მონაწილეებმა საქართველოს პროკურატურასთან გადაინაცვლეს.

მათი თქმით, საქართველოს პროკურატურას თავიანთი ხმა გააგონეს, ასევე აქციის მონაწილეებს მომავალ დღეებში ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

პროკურატურასთან მისვლის შემდეგ აქციის მონაწილეები, კვლავ დიდუბეში დაბრუნდნენ, სადაც აქცია დასრულებულად გამოაცხადეს.

აქციის განმავლობაში, ასევე მობილიზებული იყო პოლიცია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს