სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ უკრაინის საკითხი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ძირითადი აქცენტი უკრაინის თემაზე გაკეთდა.

„გაგრძელდა შეხედულებების პროდუქტიული გაცვლა რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დიალოგის ძირითად ასპექტებზე. ძირითადი აქცენტი უკრაინის კრიზისის თემაზე გაკეთდა. მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებების დაწყებისთვის არსებული წინაპირობების კონსოლიდაციის მნიშვნელობას, გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის შეთანხმების მიზნით“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს