ბორის პისტორიუსი - თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს ტერიტორიას და რუსეთის მეზობელ ქვეყნებსაც, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობების შესახებ წინადადებები, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად წარადგენს, ძალიან შორს მიმავალია და რომ წამყვანი პრინციპი სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს.

„უკრაინას ამის მიღწევა დამოუკიდებლად, პრაქტიკულად ერთი წლის წინ კაპიტულაციის გზით შეეძლო“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მისი თქმით, გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას მაშინაც კი, თუ აშშ-ის მხარდაჭერა შეწყდება და რომ ეს მკაფიოდ იყო გათვალისწინებული კოალიციურ შეთანხმებაში.

„თუ უკრაინა დაეცემა, თუ პუტინი მოიგებს ამ ომს უკრაინის ოკუპაციის თვალსაზრისით, ეს მაქსიმალურ საფრთხეს შეუქმნის ნატო-ს ტერიტორიას და სხვათა შორის, მეზობელ ქვეყნებსაც, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

მისი თქმით, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ საქმე მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლიდარობას არ ეხება.

„საქმე მხოლოდ უკრაინის მიმართ სოლიდარობას არ ეხება, საქმე ეხება ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენს მშვიდობას ევროპაში“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა