XI მოწვევის პარლამენტში არც ერთ კომიტეტს და ფრაქციას პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრების წესით არ მოუწვევია

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაციით, XI მოწვევის პარლამენტში არც ერთ კომიტეტს და ფრაქციას პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრების წესით არ მოუწვევია. არც ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს მიუმართავთ კომიტეტისთვის მოსმენის მოთხოვნით. აღნიშნული ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. კომიტეტის დასკვნა 2025 წლის 1-ელ მარტამდე პერიოდს მოიცავს.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ XI მოწვევის პარლამენტში არც “მინისტრის საათი“ გამართულა, რასაც ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს. ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად კი, რომელიც განხილვის პროცესშია, “მინისტრის საათის“ ფორმატი საერთოდ უქმდება.

ცნობისთვის, რეგლამენტის მე-40 მუხლის თანახმად, მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს, სხდომაზე დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს და გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინოს. ამასთან, ასეთ პირს კომიტეტმა მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა