ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“ მზია ამაღლობელის დღევანდელ პროცესს დააკვირდება

„კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს დააკვირდება, - ინფორმაციას ფონდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება, სასამართლო გადაწყვეტს, დატოვოს თუ არა იგი წინასწარ პატიმრობაში. სასამართლო პროცესს TrialWatch-ი დააკვირდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კლუნების ფონდი აღნიშნავს, რომ დღეს დილით „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა, სადაც საუბარია უფლებების მრავალჯერად დარღვევაზე.

„მსოფლიო აკვირდება“, - წერს კლუნების ფონდი.

ცნობისთვის, „კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის“ თანადამფუძნებლები ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი და მისი ცოლი, უფლებადამცველი ამალ კლუნი არიან. ფონდი უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დასაცავად 40-ზე მეტ ქვეყანაში.

მიმდინარე წლის მარტში ფონდმა განაცხადა, რომ ინიციატივა TrialWatch-ი, რომელიც უფასო იურიდიული დახმარების გაწევას ახორციელებს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს გეგმავს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა