გორში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მეორე მამაკაციც გარდაიცვალა

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მეორე პირიც გარდაიცვალა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელსაც მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები აღენიშნებოდა, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გორში დღეს დილით მოხდა. სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე შუახნის მამაკაცმა მეორე მაღაზიის მფლობელს და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, სროლის შედეგად შვილი, 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

ბრალდებული და დაზარალებულები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.

სავაჭრო ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით(განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ) დაიწყო. პოლიციამ ბრალდებული დააკავა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს