დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი კიევის მხრიდან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის სიგნალს ვერ ხედავს

პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის სიგნალი კიევიდან უნდა მოვიდეს, მოსკოვი ამ მიმართულებით ვერანაირ ქმედებას ვერ ხედავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კიევიდან, ჯერჯერობით, ვერანაირ ქმედებას ვერ ვხედავთ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ ვისგან ელოდება რუსეთი სიგნალს უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებისთვის.

მისი თქმით, გრძელდება აშშ-ის ძალისხმევა პროცესის მშვიდობიანი მიმართულებით წარმართვის მიზნით.

„შეერთებული შტატები აგრძელებს ძალისხმევას პროცესის მშვიდობიანი მიმართულებით წარმართვის მიზნით. რუსული მხარის, პრეზიდენტის მზადყოფნა არაერთხელ დადასტურდა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი უკრაინასთან მშვიდობიან კალაპოტში გადასვლის მიზნით“, - აღნიშნა პესკოვმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს