კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დეზერტირობის წაქეზებისა და საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის ორგანიზებისთვის თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კიევის პოდოლსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მეოთხე პრეზიდენტი და უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დამნაშავედ ცნო და განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს - თავისუფლების 15 წლით აღკვეთა, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს კი - თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯა.

„პროკურატურამ სასამართლოში დაამტკიცა, რომ 2014 წლის 23 თებერვალს, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეთანხმებით მოქმედებდა, უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი საჰაერო გზით და ორგანიზება გაუწია მისი ახლო წრიდან მინიმუმ 20 ადამიანის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის სამხედრო პერსონალის გადაყვანას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, საქმე განიხილებოდა სპეციალური სასამართლო წარმოების წესით - დაუსწრებლად, რადგან პირები მართლმსაჯულებას ემალებიან.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკვე მეორე სასჯელია: 2019 წლის იანვარში ის დამნაშავედ ცნეს ღალატსა და აგრესიული ომის წარმოების ხელშეწყობაში, რისთვისაც თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა