სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს ჩანიშნა.

გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

„ნამდვილად სახეზე გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მომეტებულია ახალი დანაშაულის საფრთხე, შესაბამისად, მზია ამაღლობელის პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს”,- აღნიშნა მოსამართლემ.

პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ითხოვა.

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა მზია ამაღლობელმა.

“ახალი დანაშაულის ჩადენა - პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა, ეს რას ნიშნავს?! თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, ეს საპატიმროშიც შეიძლება, იქაც მაქვს ძალოვნებთან კომუნიკაცია....

ყველაფერს გავაკეთებ, ევროინტეგრაციისთვის და თავისუფალი სიტყვის გამოხატვის დასაცავად. მე ბოდიში უნდა მომეხადა?“ - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელის აღნიშნულ განცხადებაზე პასუხად პროკურორმა განაცხადა:

“ბოდიშის მოხდაზე აქ საუბარი არ არის, ბრალდების მხარე ამას არ ითხოვს”.

მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართეს.

“წამება და არაადამიანური მოპყრობის ნაწილშიც წავა სარჩელი, ეს საჩივარი ბატონო მოსამართლევ, ძირითადად ეფუძნება მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას და გარემოებებს”,- აღნიშნა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმის სახით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია გამოიკითხა. მომდევნო სხდომაზე ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე გამოიკითხება.

სასამართლო სხდომის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, პერიოდულად ისმოდა შეძახილები “თავისუფლება უკანონო პატიმარს”.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს ჩანიშნა.

გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

„ნამდვილად სახეზე გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მომეტებულია ახალი დანაშაულის საფრთხე, შესაბამისად, მზია ამაღლობელის პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს”,- აღნიშნა მოსამართლემ.

პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ითხოვა.

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა მზია ამაღლობელმა.

“ახალი დანაშაულის ჩადენა - პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა, ეს რას ნიშნავს?! თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, ეს საპატიმროშიც შეიძლება, იქაც მაქვს ძალოვნებთან კომუნიკაცია....

ყველაფერს გავაკეთებ, ევროინტეგრაციისთვის და თავისუფალი სიტყვის გამოხატვის დასაცავად. მე ბოდიში უნდა მომეხადა?“ - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელის აღნიშნულ განცხადებაზე პასუხად პროკურორმა განაცხადა:

“ბოდიშის მოხდაზე აქ საუბარი არ არის, ბრალდების მხარე ამას არ ითხოვს”.

მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართეს.

“წამება და არაადამიანური მოპყრობის ნაწილშიც წავა სარჩელი, ეს საჩივარი ბატონო მოსამართლევ, ძირითადად ეფუძნება მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას და გარემოებებს”,- აღნიშნა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმის სახით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია გამოიკითხა. მომდევნო სხდომაზე ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დგებუაძე გამოიკითხება.

სასამართლო სხდომის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, პერიოდულად ისმოდა შეძახილები “თავისუფლება უკანონო პატიმარს”.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია