ანა დოლიძე - ვიბრძოდი იმისთვის, რომ სისტემა შეცვლილიყო - იმისთვის არ ვიბრძოდი, რომ ვიღაცას თავზე შემოესკუპებინა მურუსიძე-ჩინჩალაძე, შემდეგ კი მათი ხელით დაესაჯათ ახალგაზრდები და ჩაესვათ ციხეში

იმისთვის არ ვიბრძოდი, რომ მერე ვიღაცას ჩემს თავზე შემოესკუპებინა მურუსიძე-ჩინჩალაძე, მთელი მათი შემადგენლობა და მერე მათი ხელით დაესაჯათ ახალგაზრდები და ჩაესვათ ციხეში, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიით, ეს არის „დაზარალებულების მოტყუება“.

„მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ სისტემა შეცვლილიყო და საქართველოში ყოფილიყო სამართლიანი სასამართლო. „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს, ეს არის იმ დაზარალებულების მოტყუება, ვინც იქ გამოდიან. ეს არ არის სამართალში მიცემა. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო თავის დროზე, ნორმალურ სასამართლოში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ გადაცემაში მიხეილ ყაველაშვილის საგარეო ვიზიტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამარცხვინოა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, როცა ცდილობენ, რომ მადლობა გვათქმევინონ იმის გამო, რომ ყაველაშვილს „რომელიღაც უცხო სახელმწიფოს ლიდერმა ხელი დაუქნია“.

“„ქართული ოცნება“ არის ქართველი ერისთვის დამღუპველი ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გაუშვა მიხეილ ყაველაშვილი, თოჯინა ბურატინო ვატიკანში და მადლობა უნდა, რომ გვათქმევინოს იმისათვის, რომ რომელიღაც უცხო სახელმწიფოს ლიდერმა ხელი დაუქნია. ამ დროს, ეს არის ერი, რომელსაც ასწლეულების განმავლობაში ქრისტეს საფლავი ებარა. ჩვენ ცოტა სხვა თამასა გვიჭირავს, როგორც ერს. იერუსალიმი რომ ჯვაროსნებმა დაკარგეს, მაგ დროს აწეული დროშებითა და ალმებით შედიოდი იერუსალიმში საფლავის სანახავად და ამ დროს როგორ უნდა გათქმევინონ მადლობა და სიხარული როგორ უნდა გამოგახატვინონ იმიტომ, რომ ვითომ პრეზიდენტს ხელი დაუქნია ვიღაცამ ვატიკანში. სამარცხვინოა ეს დამოკიდებულება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია