ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვულოცავ მარკ კარნის არჩევნებში გამარჯვებას - ევროპასა და კანადას შორის კავშირი სულ უფრო და უფრო ძლიერდება

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ მარკ კარნის და „ლიბერალურ პარტიას“ არჩევნებში გამარჯვებას. ევროპასა და კანადას შორის კავშირი ძლიერია და სულ უფრო და უფრო ძლიერდება. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში. დავიცავთ ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, ხელს შევუწყობთ მრავალმხრივობას და დავიცავთ თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობას“, - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, კანადის საყოველთაო არჩევნებში მარკ კარნის „ლიბერალურმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს