სამოქალაქო აქტივისტ, მარიამ გეგუჩაძის ინფორმაციით, პროკურატურა ჩხრეკას მის საკუთრებაში არსებულ სახლშიც ატარებს

პროკურატურა ჩხრეკას ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის საკუთრებაში არსებულ სახლშიც ატარებს.

გეგუჩაძის განმარტებით, ბინა მის სახელზეა, თუმცა ამჟამად იქ ბიძამისი ცხოვრობს. ამასთან, პოლიცია გეგუჩაძეს სახლში შესვლის უფლებას არ აძლევს.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ვერ შეგიშვებთ," - მიმართა პოლიციელმა მარიამ გეგუჩაძეს.

გეგუჩაძე ამბობს, რომ ჩხრეკა, სავარაუდოდ, ორგანიზაცია "სირცხვილიას" უკავშირდება, თუმცა, მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს, გაუგებარია, რას იძიებენ.

„აქეთ არის ჩემი სახლი, იქით დედაჩემის. ჩემს სახლშიც შესულები არიან, სავარაუდოდ, იმიტომ რომ „სირცხვილიაზეც“ არის დაწყებული გამოძიება. სასაცილო ის არის, რომ "სირცხვილია" როგორ ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად, რას იძიებენ, კაცმა არ იცის. ჩემს სახელზეა ეს სახლი, მაგრამ ცხოვრობს ბიძაჩემი. შესაბამისად, ბიძაჩემის სახლს ჩხრეკენ, ფაქტობრივად," - განაცხადა გეგუჩაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს