მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

„პირისპირ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ისაუბრეს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სულ ცოტა ხნის წინ, თბილისში გამართული საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საქართველოს მზაობას, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგს, მშვიდობასა და სტაბილურობას. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში, სამივე ქვეყანას შორის, აღნიშნულ ფორმატში მუშაობა კვლავ გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა